weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9688 ტესტის შედეგად კორონავირუსი 4028 ადამიანს დაუდასტურდა

10:57 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით ჩატარებული 9688 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 4028 ადამიანს დაუდასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 41.58%-ია.

დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევებიდან 2228 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო რეგიონებში ასეთი მონაცემებია:

იმერეთი – 450

აჭარა – 303

ქვემო ქართლი – 259

კახეთი – 210

შიდა ქართლი – 207

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 203

გურია – 89

სამცხე-ჯავახეთი – 48

მცხეთა-მთიანეთი – 27

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან 22 517 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, 21 პაციენტი კი გარდაიცვალა. დღეს ინფიცირების 171 731 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 

  • 164 048 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 6202 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1307 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 285 პირი;
  • 1481 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების 1 458 093 შემთხვევა გამოვლინდა. 1 270 759 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 15 577 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]