weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

თელმიკოსა და თელასის დარიცხვებს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური შეისწავლის 

12:13 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

თბილისის ელექტრომიმწოდებელ კომპანია „თელმიკოსა“ და სს „თელასში“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც შევა. ამის შესახებ დავალება პრემიერ-მინისტრმა გასცა.

ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, 14 თებერვლის მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილებას. მისი თქმით, მოქალაქეები გადასახადების დაანგარიშებასთან დაკავშირებით არასაკმარისად არგუმენტირებულ პასუხებს იღებენ, რაც დამატებითი სპეკულაციის საშუალება გახდა.

„ვიცი, რომ ამ საკითხზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ დაიწყო შესწავლა და გააკეთა განმარტება, რომ სემეკის სამუშაო ჯგუფი ადგილზე სწავლობს „თელმიკოსა“ და „თელასის“ მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს, მაგრამ სრული სურათის დასადგენად მივიღე გადაწყვეტილება და

მინდა ვთხოვო, დავავალო ბატონ ლაშა ხუციშვილს, რომ „თელმიკოს“ მიერ მოსახლეობისთვის დარიცხული თანხების სისწორისა და კანონიერების შესწავლის პროცესში ჩაერთოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიც და გონივრულ ვადებში წარმოადგინოს ამ შემოწმების შედეგი.

ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად, რაიმე უსამართლობას ხომ არ ჰქონდა ადგილი. შეიძლება რაიმე დარღვევას ჰქონდა ადგილი, ტექნიკურს მექანიკურს, არ ვიცი რეალურად რასთან გვაქვს საქმე, მაგრამ აუცილებელია უმოკლეს ვადებში ჩვენს მოსახლეობას გავცეთ პასუხები. ეს პასუხი უნდა იყოს არგუმენტირებული“, – აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, თუ რაიმე გადაცდომა გამოვლინდება, მთავრობის მხრიდან რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]