weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

13:17 ორშაბათი, 14 თებერვალი 2022

თიბისი კაპიტალის მოლოდინების შესაბამისად, წინა კვირაში ლარმა პოზიციები მცირედით დათმო. გამყარების ფაქტორების მხრივ, აღსანიშნავია რომ იანვარში არარეზიდენტების მხრიდან ლარის სახელმწიფო ფასიან ქაღალდებზე მოთხოვნის ზრდა არ დაფიქსირდა, რადგანაც ამ ტიპის ინვესტორების მფლობელობაში არსებული პორტფელის ოდენობა იგივე დარჩა, ხვედრითი წილი კი შემცირდა.

საერთაშორისო განვითარების მხრივ, საყურადღებოა, რომ რეგიონის ქვეყნების სუვერენული რისკ პრემია კვლავ შემცირდა, რაც როგორც ჩანს, ერთი მხრივ, უკრაინაში საომარი კონფლიქტის შედარებით დაბალ ალბათობაზე და მეორე მხრივ, თურქეთის მაკროეკონომიკური პოლიტიკის მიმართ გარკვეულწილად გაუმჯობესებულ შეფასებაზე მიუთითითებს. თუმცა, კვირის ბოლოს უკრაინის გარშემო დაძაბულობა კვლავ გაიზარდა.

დოლარის მხრივ, აშშ-ის იანვრის ინფლაცია მოსალოდნელზე მაღალი დაფიქსირდა. შესაბამისად, ამერიკის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთის უფრო მეტად აწევის მოლოდინებიც გაიზარდა და დოლარიც მცირედით გამყარდა. მართლაც, საქართველოსაგან განსხვავებით, როდესაც ინფლაციის ყოველთვიური მაჩვენებლები შემცირდა, ამერიკაში ამ ინდიკატორითაც ინფლაციის მაღალი ზეწოლა იკვეთება.

4 თებერვალს, „Fitch”-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი BB ნიშნულზე, სტაბილური მოლოდინით დაადასტურა. ძირითადი მაკრო მაჩვენებლების პროგნოზები თიბისი კაპიტალის დეკემბრის მოლოდინებთან მთლიანობაში შესაბამისია, თუმცა, სავარაუდოდ, ლარში საპროცენტო განაკვეთის უფრო ნაკლები შემცირებით.

თიბისის მთავარი ეკონომისტის 14 თებერვლის ყოველკვირეულ განახლებას შეგიძლიათ გაეცნოთ ვებ-გვერდზე.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]