weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ჰოსპიტლებში მწოლიარე 6000 პაციენტიდან დაახლოებით 95% აუცრელია – გამყრელიძე

13:11 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ნელი ტეპით უმჯობესდება, თუმცა ამან მოსახლეობა არ უნდა გაათამამოს. 

გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს ჰოსპიტლებში მყოფი 6000 კოვიდინფიცირებულიდან 95% აუცრელია. მისივე თქმით, ჯერჯერობით პირბადე და აცრა, განსაკუთრებით ბუსტერ დოზის გაკეთება, ინფიცირებისგან დაცვის მთავარ საშუალებებად რჩება.

„ინფიცირებულებთან მიმართებაში (და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 170 000 ადამიანია ერთდროულად ინფიცირებული) ლეტალობის პროცენტი, „ომიკრონის“ ფონზე, იანვარსა და თებერვალში სერიოზულად დაკლებულია. იყო თვეები გვქონდა 1.5%, 2-იც გვქონია ზოგიერთ თვეში, დღეს ეს ჩამოსულია 0.5-დან 0.3%-ის ფარგლებში. 

ყველა ეს მონაცემი გვეუბნება იმას, რომ ძალიან ნელი ტემპით, მაგრამ სიტუაცია მიდის დამშვიდებისკენ. ამან არ უნდა გაგვათამამოს, იმიტომ, რომ შემთხვევების რაოდენობა ბევრია, ადამიანები ინფიცირდებიან და გართულებები გაქვს მოწყვლად ჯგუფებში, იქ სადაც თანხმლები ქრონიკული დაავადებებია, ასევე ასაკი 50 წელს ზემოთაა, სამწუხაროდ, გვაქვს ფატალური გამოსავლები. 

სამწუხაროდ, ჰოსპიტლებში დღეს მწოლიარე 6000 პაციენტიდან დაახლოებით 95% გახლავთ აუცრელი, მათ შორის, რეანიმაციაში მყოფი პაციენტებიდან ასევე ძალიან მაღალი პროცენტი აუცრელია. ხაზი უნდა გაესვას, რომ დღეს აცრა, და განსაკუთრებით ბუსტერი, „ომიკრონთან“ მიმართებაში იცავს ადამიანს ყველაზე უფრო მთავარისგან – ეს არის გართულება, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, მოხვედრა რეანიმაციაში და ფატალური გამოსავლისგან“, – განაცხადა ამირან გამყრელძემ.

დღეს, 15 თებერვალს, საქართველოში ჩატარებული 56 531 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 19 049 ადამიანს დაუდასტურდა. დაფიქსირდა გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდინფიცირების 176 019 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც: 168 693 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის, ხოლო 6017 – საავადმყოფოში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]