weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თიბისის მხარდაჭერით, გადამზადების პროგრამა „500 ქალი ტექნოლოგიებში“ მიმდინარეობს

13:07 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

თიბისისა და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტს შორის ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს, რომლის თანახმადაც თიბისი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია, ნორვეგიის მთავრობა და სხვა პარტნიორი ორგანიზაციები ერთად არიან ჩართულები პროექტში - „500 ქალი ტექნოლოგიებში“.

პროგრამა, რომელიც თიბისის მხარდაჭერით ხორციელდება, ამ სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია - პროექტი 18 თვე გრძელდება და 500-ზე მეტ ქალს ახალი შესაძლებლობებისკენ გაუკვალავს გზას. პროგრამა მონაწილეების გადამზადებასა და დასაქმების ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტში მონაწილეობას იღებენ ქალები 16 წლიდან, იმისდა მიუხედავად, აქვთ თუ არა მათ ტექნოლოგიებში ცოდნა და გამოცდილება. პროგრამაში ქალები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ერთვებიან მათთვის საინტერესო მიმართულებით. ეს პროგრამებია:

  • Front-end დეველოპმენტი;
  •  Back-end დეველოპმენტი;
  •  UI/UX დიზაინი;
  •  გრაფიკული დიზაინი;
  •  ციფრული მარკეტინგი;
  •  ციფრული პროდუქტების ტესტირება;

ტექნოლოგიური მოდულების გარდა, პროგრამა ქალებს ინგლისური ენის ინტენსიურ კურსებსა და კარიერულ ბუთქემფს სთავაზობს. ქალები გაივლიან ტრენინგებს ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კრიტიკული აზროვნების, მეწარმეობის, ბიზნეს კომუნიკაციისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.

კარიერული განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი პროგრამის პარტნიორი - თიბისია. თიბისი, როგორც წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია საქართველოში, ამ პროგრამაში ჩართულ ქალებს IT აკადემიაში გადამზადებას სთავაზობს.

„ტექნოლოგიები ის მიმართულებაა, სადაც ჩვენ ვხედავთ მომავალს და განვითარების უდიდეს პოტენციალს. ჩვენი მიზანია, რომ ხელი შევუწყოთ ქალებს, გაიკვალონ კაერიერული გზა ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად დარგში და შესაბამისად შევქმნათ ტექნოლოგიური ტალანტი. თიბისი IT აკადემიის ბაზაზე მონაწილეებს საშუალებას მისცემს შეიძინონ უნიკალური ცოდნა და გამოცდილება, რომელიც მათ ტექნოლოგიური მიმართულებით პროფესიულ განვითარებაში დაეხმარება. ტექ-ინდუსტრიაში ქალებისთვის ახალი შესაძლებლობების გაჩენა და მათი გაძლიერება თიბისისთვის უაღრესად პრიორიტეტული საკითხია“, - აცხადებს გვანცა მურღვლიანი, თიბისის ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ თიბისის IT აკადემია 2019 წლიდან ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას უზიარებს და კარიერაში პირველი ნაბიჯების გადადგმაში ეხმარება. თიბისი არის ერთ-ერთი მთავარი ტექნოლოგიური დამსაქმებელი, რომელიც მომავალი თაობის გადამზადებაში უდიდეს როლს ასრულებს.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]