weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

4 სახელმწიფო თეატრში ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი განმეორებით გამოცხადდა

16:45 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

კულტურის სამინისტრომ ოთხ სახელმწიფო თეატრში – ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში, ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის დრამატულ თეატრში, ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის დრამატულ თეატრსა და მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელის შესარჩევი კონკურსი განმეორებით გამოაცხადა. 

ქუთაისის და ჭიათურის თეატრებში სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი პირველად 2021 წლის 8 დეკემბერს გამოცხადდა, ზესტაფონის თეატრში – 22 დეკემბერს, ხოლო თუმანიშვილის სახელობის თეატრის – 2022 წლის 20 იანვარს. როგორც კულტურის სამინისტრო აცხადებს, სხვადასხვა მიზეზით, ოთხივე თეატრში კონკურსები ჩაიშალა.

სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დაკავების მსურველი ვალდებულია, კულტურის სამინისტროს წარუდგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია, 4-წლიან სამოქმედო გეგმა და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

კულტურის სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ 2 და არაუმეტეს 3 კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

სამინისტრო უფლებამოსილია, მის მიერ საბჭოსათვის კანდიდატთა სიის წარდგენამდე, მიიღოს გადაწყვეტილება კონკურსის ჩაშლისა და თავიდან გამოცხადების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ წარდგენილი კანდიდატებიდან არც ერთი არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ან/და შერჩეული კანდიდატების საბჭოსთვის წარდგენა არ ჩაითვლება მიზანშეწონილად.

სარეკომენდაციო საბჭო ვალდებულია, მისთვის კანდიდატურის წარდგენიდან 1 თვის ვადაში მინისტრს წარუდგინოს შერჩეული კანდიდატი.

საკონკურსო განაცხადები მიიღება კონკურსის გამოცხადებიდან 2 კვირის ვადაში, სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე - ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript., ელექტრონული ფორმით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]