weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა ჩამოვარდა და გარდაიცვალა

17:14 სამშაბათი, 15 თებერვალი 2022

თბილისში, ლუბლიანას ქუჩის 3ა-ში მშენებარე კორპუსიდან ორი მუშა ჩამოვარდა. ერთ-ერთი მათგანი, 46 წლის მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა, ხოლო მეორე ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში იმყოფება და გამოკვლევები უტარდება. 

აღნიშნულ მისამართზე 15-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს კომპანია „მწვანე დიღომი“ აშენებს. არსებული ინფორმაციით, მუშები, რომლებიც გარე სამშენებლო ლიფტის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ, ერთ-ერთ ბინას არემონტებდნენ. 

შემთხვევის ადგილზე შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ. როგორც ერთ-ერთმა მათგანმა მედიასთან განაცხადა, მიმდინარეობს უბედური შემთხვევის მოკვლევა. 

შინაგან საქმერთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]