weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

თბილისის კლუბები საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებენ 

10:22 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკლუბო ინდუსტრია საქმიანობას 5-6 მარტიდან განაახლებს. ამასთან, ძალაში რჩება შეზღუდვა, რომლის თანახმად, კლუბებში სტუმართა შესაძლო მაქსიმალური ოდენობის 60% დაიშვება.

„როგორც ცნობილია, ომიკრონის შტამის გავრცელების პიკი დაღმავალ ფაზაში გადავიდა, შესაბამისად, მარტიდან, ვითარების დასტაბილურების გათვალისწინებით, ღამის კლუბების ფუნქციონირების აღდგენა შესაძლებლად ჩაითვალა“, – აცხადებს მთავრობის ადმინისტრაცია.

თბილისის ღამის კლუბებმა მუშაობა 2020 წლის მარტში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით შეაჩერეს. ორი წლის განმავლობაში მთავრობა მათ გახსნის უფლებას არ აძლევდა, თუმცა რამდენიმე ღონისძიების ჩატარება მაინც შეძლეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]