weather cur horoscope tv
დეკემბერი 18, 2024

გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარე კიდევ 6 თვე იქნება

11:55 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ გიორგი კალანდარიშვილი აირჩია. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ ხმა კი ორმა მისცა.

გიორგი კალანდარიშვილი, რომელიც ცესკოს 2021 წლის აგვისტოდან ხელმძღვანელობდა და უფლებამოსილების ვადა 2 თებერვალს ამოეწურა, თანამდებობაზე ექვსი თვით აირჩიეს. პირველადი კენჭისყრით მან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3 (100 დეპუტატი) ხმა ვერ მიიღო, რაც 5 წლის ვადით ასარჩევად არის საჭირო. კანონმდებლობის შესაბამისად, განმეორებით კენჭისყრაზე, 84 ხმით, პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარე 6 თვის ვადით აირჩია.

გარდა ამისა, პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ორი პროფესიული წევრი აირჩია. ცესკოს თავმჯდომარის არჩევის მსგავსად, აქაც ვერც ერთმა კანდიდატურამ პირველადი კენჭისყრით ხმათა 2/3 ვერ მოაგროვა. განმეორებითი კენჭისყრის შედეგად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრებად 79 ხმით, 2-ის წინააღმდეგ მაია ზარიძე და 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ გია ცაცაშვილი, ასევე 6 თვით იქნენ არჩეული.

გიორგი კალანდარიშვილმა პარლამენტს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ ცესკო 2 აპრილის შუალედური არჩევნების მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებისთვის ემზადება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]