weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ორი ახალი უწყების ხელმძღვანელებად კოკა კაციტაძე და ლელა ჯანაშვილი აირჩიეს

12:25 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

პარლამენტმა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელები 6 წლის ვადით აირჩია.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე კოკა (კარლო) კაციტაძის კანდიდატურას 76 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 1 კი წინააღმდეგ წავიდა, ხოლო პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ლელა ჯანაშვილი 77 ხმით, 2-ის წინააღმდეგ, აირჩიეს. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ლიკვიდაციის შედეგად შეიქმნა. უწყებები ფუნქციონირებას პირველი მარტიდან დაიწყებენ. სწორედ ამ დროს შეუწყდება უფლებამოსილება პარლამენტის მიერ 2019 წელს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე 6 წლის ვადით არჩეულ ლონდა თოლორაიას. 

კოკა კაციტაძე განათლებით სამართალმცოდნეა. 2010 წელს მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალიდან. კაციტაძე 2007 წლიდან პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. ბოლო ორი წლის განმავლობაში იყო გენერალური პროკურატურის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსი.

ლელა ჯანაშვილი სამართალმცოდნეა. 2015 წლიდან ის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი და თსუ-ს ესპანური სამართლის შესწავლის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორია. 2020 წელს მინიჭებული აქვს ბარსელონის ავტონომიური უნივერსიტეტის ექსტრაორდინალური დოქტორის წოდება. არის ამავე უნივერსიტეტში მიწვეული პროფესორი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]