weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მაისიდან ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით ახალი ავიაკომპანია იფრენს

13:50 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

პირველი მაისიდან, გერმანული ავიაკომპანია Condor Airlines-ი ფრანკფურტი-თბილისის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს განახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის აეროპორტის მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯია“ ავრცელებს.

რესიები კვირაში ორჯერ – ყოველ ხუთშაბათსა და კვირას – Boeing 757 და Airbus 321 საჰაერო ხომალდებით შესრულდება. ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია.

„ავიაკომპანია მგზავრებს, ფრანკფურტიდან ტრანზიტულ რეისებს მსოფლიოს 90 ქალაქში სთავაზობს, მათ შორის არის 16 მიმართულება ამერიკის შეერთებული შტატებსა და კანადაში“, – აცხადებენ „ტავ ჯორჯია-ში“. 

მათივე ცნობით, ავიაკომპანია Condor-ი 1955 წელს, ფრანკფურტში დაარსდა. ის გერმანიის ცხრა უმსხვილეს ქალაქიდან ასრულებს ფრენებს და წელიწადში ცხრა მილიონ მგზავრს ემსახურება. Condor-ის საავიაციო პარკში დღეისათვის 50 საჰაერო ხომალდია. 

დღეისთვის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან გერმანიის მიმართულებით ფრენებს ორი ავიაკომპანია Lufthansa (მიუნხენი) და Eurowings (დუსელდროფი, ივლისიდან შტუტგარტი) ასრულებენ. ზაფხულის სეზონზე ბერლინის მიმართულებით ფრენების განახლებას Georgian Airways-იც გეგმავს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]