weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე საქართველოს დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება

18:47 ოთხშაბათი, 16 თებერვალი 2022

საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო იქნება. შესაბამისი ცვლილებები „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ კანონში შედის.

„ქართული ოცნების“ წევრის, კახა კახიშვილის განცხადებით, მოქმედი კანონმდებლობით, სახელმწიფო დროშის და გერბის აღმართვა სავალდებულოა ცალკეულ სახელმწიფო თუ ადმინისტრაციული ორგანოების შენობებზე, თუმცა, კანონში არ არის მითითებული აღნიშნული ვალდებულება ზოგადსაგანმანათლებლო და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების მიმართ.

„იმ მიზნით, რომ მეტად პატრიოტული სულისკვეთება იყოს ქვეყანაში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების შენობებზე სავალდებულო უნდა გახდეს სახელმწიფო დროშის აღმართვა და ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას გამოფენა, რომ ბავშვთა ასაკიდან დავიწყოთ სახელმწიფო სიმბოლოების პოპულარიზაცია“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.

მისივე თქმით, სკოლებსა და საბავშვო ბაღებს არა მხოლოდ სახელმწიფო დროშის აღმართვის, არამედ მისი მოვლის ვალდებულებაც ექნებათ.

„უხერხულია, როდესაც სახელმწიფო შენობაზე გახუნებული დროშა კიდია და მის ხელმძღვანელს არ ანაღვლებს ეს დროშა, არავის აბარებს - „თავს მოგაძრობთ, ამ დროშას მიხედეთ“. აქედან იწყება ქვეყნის სიყვარული. თუ ქვეყნის პატივისცემა არ გაქვს, შემდგომში არც ამ ქვეყნის მოსახლეობისადმი გაქვს პატივისცემა. ამიტომ ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ჩვენ ვასწავლოთ, ვაჩვენოთ, შევაყვაროთ. დროშის ისტორია ვასწავლოთ, სახელმწიფოებრიობა, ჰიმნი ვასწავლოთ და შემდგომში თუ საჭიროდ ჩათვლის, დროშას სახლშიც გამოფენს. 100-დან 90-ზე ეს იმოქმედებს“, – განაცხადა კახა კახიშვილმა. 

პარლამენტმა კანონპროექტი დღეს პირველი მოსმენით განიხილა და 94 ხმით მხარი დაუჭირა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]