weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საქართველოში უმუშევრობის დონე 19%-მდე შემცირდა

13:26 პარასკევი, 18 თებერვალი 2022

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით შემცირდა და 19% გახდა.

სამუშაო ძალამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 51.2% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მეოთხე კვარტალის მაჩვენებელზე 1.2%-ით მეტია. დასაქმების დონე გაზრდილია 1.7%-ით და 41.5%-ს შეადგენს. 

საქსტატის ანგარიშის მიხედვით, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 0.3%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 3.1%-ით გაიზარდა. 

დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში 0.9%-ით გაიზარდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში – 2.7%-ით.

2021 წლის მეოთხე კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 67.6%-ს შეადგენდა, რაც 0.4%-ით მეტია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 16.8%-ია, ხოლო კაცებში – 20.6%. 

ამასთან, სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2021 წლის მეოთხე კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 40.9%-ს, ხოლო კაცებში 63.1%-ს შეადგენდა.

გასული წლის მეოთხე კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში გაზრდილია. კაცებში დასაქმების დონე 50.1%-ს შეადგენს, ხოლო ქალებში – 34%-ს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]