როგორც იცით, სპორტული სივრცეები შეემატება ქალაქ გურჯაანსაც. მინი სპორტული მოედნები გაკეთდება ბესიკის ქუჩაზე და კოტეხში, ახტალის ტერიტორიაზე და სანაპიროს ქუჩაზე კი ტრენაჟორები დამონტაჟდება და საბავშვო მოედანი მოეწყობა.
სამუშაოებზე, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, ტენდერებია გამოცხადებული.
პროექტებისთვის, ჯამში, 1 მილიონ 200 000 ლარამდეა გამოყოფილი.
[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია