weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ბათუმში, გოგოლის ქუჩაზე მშენებლობის დემონტაჟისთვის ინსპექცია სასამართლოს ელოდება

14:21 შაბათი, 19 თებერვალი 2022
აჭარის ტელევიზიის ფოტო აჭარის ტელევიზიის ფოტო

ბათუმის მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელის, არჩილ კონცელიძის განცხადებით, გოგოლის ქუჩა N11-ში, კომპანია მეტრო ტერმინალის უნებართვო შენობების დემონტაჟს იმის გამო ვერ ახდენენ, რომ კომპანიას ინსპექციის დადგენილება სასამართლოში აქვს გასაჩივრებული. 

„მუნიციპალურ ინსპექციას გამოტანილი გვაქვს გადაწყვეტილება დემონტაჟზე 2021 წლის ივლისის თვეში, თუმცა გასაჩივრებული აქვს კომპანიას სასამართლოში. როგორც კი, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული, განხორციელდება პროცედურები დემონტაჟის ნაწილში“, – განაცხადა მუნიციპალური ინსპექციის დირექტორმა, არჩილ კონცელიძემ. 

რას აშენებს „მეტრო ტერმინალი“ და დატვირთვა უნდა ჰქონდეს ყაზარმული ტიპის, ერთმანეთის გვერდით აშენებულ შენობებს, უცნობია. აჭარის ტელევიზიის ცნობით, მუნიციპალურ ინსპექციას მშენებელი კომპანია 5000 ლარით 53-ჯერ ჰყავს დაჯარიმებული უნებართვო მშენებელობის გაგრძელებისთვის და ერთხელ, 6000 ლარით, უნებართვო მშენებლობისთვის. 

აჭარის ტელევიზიის ეთერში ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა, რომ ერთ შემთხვევასთან დაკავშირებით ორი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აქვთ და მერიის მიმართვის საფუძველზე სისხლის სამართლის საქმეც არის აღძრული.

„მათი ყველა შემდგომი უკანონო ქმედება შეფასებული იქნება სამართლებრივად და შესაბამისი გადაწყვეტილებების, მათ შორის სასამართლო გადაწყვეტილების, მიღების შემდგომ, ჩვენ გვაკისრია ვალდებულება, აღვასრულოთ სააღსრულებლო ბიუროსთან ერთად“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

„მეტრო ტერმინალს“, რომელსაც გოგოლის ქუჩაზე 50 197 კვ.მ. ტერიტორია ეკუთვნის, 7 კორპუსი აქვს აშენებული, დაახლოებით 4000 კვ.მ-ზე კი საქალაქთაშორისო ავტოსადგური ფუნქციონირებდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის და ბათუმის მერობის ყოფილი კანდიდატის, გიორგი კირთაძის განცხადებით, მიწის ნაკვეთი 2011 წელს იმ პირობით გასხვისდა, რომ იქ, ავტოსადგურის პარალელურად, თანამედროვე სავაჭრო ცენტრი აშენებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]