weather cur horoscope tv
ნოემბერი 05, 2024

სოფელ მაღაროში ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა

14:49 პარასკევი, 08 სექტემბერი 2017

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ მაღაროში ხანძრის შედეგად 100 რიგზე მეტი ვენახი დაიწვა. ადგილობრივების თქმით, მეხანძრე–მაშველები შემთხვევის ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ და ცეცხლის ჩასაქრობად საკმარისი წყალიც არ ჰქონდათ.

ვენახების გარდა დამწვარია ხეხილის ბაღები და 10 ჰექტარზე მეტი საძოვარი.

„ძალიან შორს, ჩალაუბნისა და ნუკრიანის მინდვრებისკენ კვამლი დილითვე ჩანდა. ქარის გამო ცეცხლი წამოვიდა და სოფლებამდე მოვიდა. ცეცხლი ჯერ სანაგვეს მოედო, მერე ხმელ ბალახზე გავრცელდა, მერე აქეთ წამოვიდა. რამდენიმე ვენახი მთლიანად დაიწვა, რამდენიმე კი ნახევრად. ზოგს ათი რიგი დაეწვა, ზოგს მეტი. ვენახები საცხოვრებელი სახლების ბოლოშია. 7 სახანძრო ცდილობდა, რომ ცეცხლი სახლებამდე არ მისულიყო და ამ დროს ვენახები დაიწვა“, - უთხრა „რეგინფოს“ მაღაროში გამგებლის წარმომადგენელმა თეიმურაზ შაიშმელაშვილმა.

მისივე თქმით, ვენახების დაწვის შემთხვევაში გამგეობა ზარალს არ ანაზღაურებს.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]