weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

კორონავირუსის 9400 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 34 ადამიანი გარდაიცვალა

11:20 კვირა, 20 თებერვალი 2022

საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ჩატარებული 32 470 ტესტის შედეგად, კორონავირუსით ინფიცირების 9400 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ტესტდადებითობის დღიური მაჩვენებელი 28.95%-ია.

თბილისში კოვიდი 4323 ადამიანს დაუდასტურდა, რეგიონებში კი შემდეგი მონაცემებია:

იმერეთი – 1440

კახეთი – 723

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 661

აჭარა – 611

ქვემო ქართლი – 511

შიდა ქართლი – 464

გურია – 344

მცხეთა-მთიანეთი – 157

სამცხე-ჯავახეთი – 122

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 44

ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსისგან 18 770 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 34 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 144 477 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:

  • 137 912 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
  • 5633 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. ამ ეტაპზე 1254 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 289 პირი;
  • 932 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.

საქართველოში „კოვიდ-19-ის“ პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 548 893 შემთხვევა დადასტურდა. 1 388 534 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ვირუსს დღემდე ჯამში 15 856 ადამიანი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]