„ცენტრის ახალი დირექტორი რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით არაერთი ახალი პროექტის დაწყებას გეგმავს, რაც უწყების საქმიანობას კიდევ უფრო ეფექტურს გახდის“, – აცხადებენ იუსტიციის სამინისტოში.
დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოსვლისას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ თამთა დემურიშვილი თანამდებობიდან გათავისუფლდა.
„მე ბევრი პრეტენზია მქონდა ქალბატონ თამთასთან, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ როდესაც გონება დავკარგე, მან და გულიკო ქილიფთარმა მოახდინეს ჩემი რეანიმაცია იმისთვის, რომ არ მოვმკვდარიყავი. ამისთვის დაისაჯა და იხსნება პენიტენციური დეპარტამენტის სამედიცინო სამსახურის ხელმძღვანელობიდან. ეს ყველაფერი დამთხვევაა?“, – განაცხადა სააკაშვილმა.
თამთა დემურიშვილი 2014 წლიდან სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა. იმავე პოზიციაზე 2018 წლიდან სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში დაინიშნა. 2004 წლიდან 2007 წლამდე დემურიშვილი შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი იყო და ამავე უწყებაში მინისტრის უფროსი მრჩევლის თანამდებობა ეკავა. ის ასევე იყო თბილისის საკრებულოს წევრი იყო და იაშვილის საავადმყოფოსთან არსებული შპს „სისხლის ბანკის“ დირექტორი.