weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მარტიდან ქორწილების და ქელეხების გამართვა დაშვებული იქნება 

13:00 სამშაბათი, 22 თებერვალი 2022

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ქორწილის, წვეულების, დაბადების დღის, ქელეხის გამართვა პირველი მარტიდან დაშვებული იქნება.

საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის, გიორგი ღიბრაძის განცხადებით, კვების ობიექტებში, დახურულ სივრცეში ერთ მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა 6-დან 10-მდე, ხოლო ღია სივრცეში დასაშვებ პირთა რაოდენობა 10-დან 15 ადამიანამდე გაიზრდება. ასევე უქმდება სტუმართა მაქსიმალურ რაოდენობაზე არსებული შეზღუდვა. 

„უქმდება თერმოსკრინინგის და დეზობარიერის ქონის ვალდებულება და სასტუმროებს მიეცემათ საშუალება ბუფეტის მეშვეობით მომსახურება გაუწიონ თავის სტუმრებს. 

4 მარტიდან დასაშვები იქნება კლუბების ფუნქციონირება. შესაძლებელი იქნება იმ ფართის მხოლოდ 60%-ის ტევადობის გამოყენება, სადაც ღონისძიება იმართება. 15 მარტიდან დაშვებული იქნება კონფერენციების, ტრენინგებისა და სემინარების ჩატარება ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე - მოიხსნება 70 ადამიანზე არსებული შეზღუდვა“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.

მისი თქმით, ამის შემდეგ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო არა კვირაში ერთხელ, არამედ ორ კვირაში ერთხელ შეიკრიბება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]