კოვიდინფიცირების 4305 ახალი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონებში შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 1662
კახეთი – 842
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 779
შიდა ქართლი – 638
ქვემო ქართლი – 541
აჭარა – 523
გურია – 424
მცხეთა-მთიანეთი – 218
სამცხე-ჯავახეთი – 208
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 7223 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 48 პაციენტი კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 130 229 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 124 142 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5252 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1156 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 278 პირი;
- 835 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 575 999 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1 429 763 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე კორონავირუსს 16 981 ადამიანი ემსხვერპლა.