weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

აზარტულ თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა სიის შექმნა 1 მარტიდან დაიწყება

12:43 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა ბაზის შექმნა პირველი მარტიდან დაიწყება. შესაბამისი ბრძანება საქართველოს ფიონანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა გამოსცა.

დამოკიდებულ პირთა სიის წარმოებას ფინანსთა სამინისტროს შემავალი უწყება - შემოსავლების სამსახური უზრუნველყოფს. სიაში დასაშვები იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქის შესახებ მონაცემების შეტანა.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები – სახელი, გვარი და პირადი ნომერი – შეიტანება თავად პირის მიმართვის ან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე. შემოსავლების სამსახურს მიმართვა შეიძლება წარედგინოს დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანის მსურველი პირის უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობითაც, რაც უნდა დასტურდებოდეს სანოტარო წესით დამოწმებული უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით.

რაც შეეხება მოსამართლის ბრძანებას, შემოსავლების სამსახურის მიერ პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანა ხდება მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

დამოკიდებულ პირთა სიაში საკუთარი მონაცემების შეტანის თაობაზე განცხადება უნდა შეიცავდეს განცხადების წარმდგენი პირის: სახელს და გვარს; პირად ნომერს; დასტურს იმის შესახებ, რომ სურს მისი მონაცემები შეტანილ იქნეს დამოკიდებულ პირთა სიაში; განცხადების წარდგენის თარიღსა და ხელმოწერას. განცხადებას თან უნდა დაერთოს განცხადების წარმდგენი პირის პირადობის მოწმობის, ან პასპორტის ასლი. ასევე, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი წარდგენილია უფლებამოსილი წარმომადგენლის მეშვეობით. თუ განცხადება აკმაყოფილებს დადგენილ მოთხოვნებს, შეოსავლების სამსახური 5 სამუშაო დღის ვადაში ახდენს განცხადების წარმდგენი პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიაში შეტანას.

შემოსავლების სამსახური თამაშობის ორგანიზატორს, მისი მოთხოვნის საფუძველზე, თამაშობაში მონაწილეობის მსურველი ყოველი კონკრეტული პირის შესახებ აწვდის მხოლოდ თამაშობაში მონაწილეობის აკრძალვის თაობაზე ინფორმაციას.

დამოკიდებულ პირთა სიაში პირის შესახებ მონაცემები შეიტანება 5 წლის ვადით. სიიდან მონაცემების ვადაზე ადრე ამოღება ხდება: 

  • დამოკიდებული პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის დამადასტურებელი დოკუმენტის შემოსავლების სამსახურისათვის წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. აღნიშნულ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურს წარუდგენს დამოკიდებული პირი/ დამოკიდებული პირის უფლებამოსილი წარმომადგენელი;
  • დამოკიდებული პირის შესახებ მონაცემების დამოკიდებულ პირთა სიიდან ვადაზე ადრე ამოღების შესახებ მოსამართლის ბრძანების შემოსავლების სამსახურისთვის გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.

2021 წლის 22 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. მიმდინარე წლის მარტიდან აზარტულ თამაშებში მონაწილეობისთვის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე იზრდება. გარდა ამისა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალებათ სოციალურად დაუცველებს, დამოკიდებულ პირთა სიაში შესულ პირებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციაში დასაქმებულებს. ასევე იკრძალება აზარტული თამაშების რეკლამა და სათამაშო ბიზნესისათვის საგადასახადო ტვირთი 70%-მდე გაიზრდება. მთავრობა, რომელიც რეგულაციების გამკაცრების ინიციატორია, მოელის, რომ აზარტულ თამაშებზე წვდომა 1 მილიონამდე სრულწლოვან მოქალაქეს შეეზღუდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]