weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საბა 2022 იწყება

14:45 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

2022 წელი ლიტერატურული პრემია „საბასთვის“ საიუბილეო თარიღია. მეოცე წელია, რაც კონკურსი აფასებს ქართულ ლიტერატურას და აჯილდოებს გამარჯვებულ წიგნებსა და ავტორებს. ამ წლების განმავლობაში არაერთი მწერლისთვის, გასაკუთრებით დამწყები ავტორებისთვის, კონკურსის მოკლე სიაში გასვლა და გამარჯვება დიდი მოტივაციაა. ტრადიციულად წელსაც „საბა“ აცხადებს კონკურსს და შეაფასებს გასულ წელს გამოცემულ ტექსტებს. ავტორებსა და გამომცემლებს უკვე შეუძლიათ წიგნები წარადგინონ კონკურსზე. ამისათვის მათ უნდა შეავსონ ელექტრონული განაცხადი ვებგვერდზე: https://bit.ly/3sNEvpu

განაცხადების მიღება 4 მარტამდე გაგრძელდება, რის შემდეგაც „საბას“ ჟიურის წევრები წიგნების განხილვას შეუდგებიან და გასული წლის ლიტერატურულ მოსავალს შეაფასებენ.

2022 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს:

  • საუკეთესო რომანი
  • საუკეთესო პოეტური კრებული
  • საუკეთესო პროზაული კრებული
  • საუკეთესო პიესა
  • საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი
  • საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა
  • საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზა
  • უცხოური ნაწარმოების საუკეთესო ქართული თარგმანი
  • ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი.

მარტში საკონკურსო წიგნების სია გამოქვეყნდება. ასევე, კონკურსის მსვლელობის პარალელურად, ამ წიგნების ელექტრონული ვერსიებიც განთავსდება SABA Reader-ში და მკითხველებს საშუალება ექნებათ გაეცნონ მათ.

ლიტერატურული კონკურსი „საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან „საბამ“ არაერთი მწერლის ნაწარმოები და ღვაწლი შეაფასა, კერძოდ 4000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 184 პრემია გასცა და 153 ავტორი დააჯილდოვა (მათგან 24 ავტორი დაჯილდოვდა მინიმუმ 2-ჯერ და მეტჯერ). ჟიურიში კი 80-ზე მეტმა მწერალმა და ლიტერატორმა იმუშავა.

წელს, კონკურსის ფინალისტების ვინაობა ივლისში გახდება ცნობილი, ხოლო დაჯილდოების საზეიმო ცერემონია სექტემბერში გაიმართება. ნახეთ საბა 2022-ის ვიდეო აქ: საბა 2022 იწყება

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]