weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

მიწის უფასო რეგისტრაციისთვის საკადასტრო სამუშაოების განრიგი განისაზღვრა

17:56 ოთხშაბათი, 23 თებერვალი 2022

მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოების დაწყების დრო განისაზღვრა. სამუშაოები 2022-2024 წლებში უნდა შესრულდეს. 

სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მოქალაქეები საფასურის გადახდის გარეშე მიიღებენ შემდეგ მომსახურებებს: მიწის ნაკვეთების საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი სამუშაოები; უფლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია; გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება; სანოტარო მედიაცია; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება; ფაქტების კონსტატაცია; მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის, უფლების დამადასტურებელ დოკუმენტთან იდენტურობის დადგენა; მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების და მასში ცვლილების რეგისტრაცია.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, საკადასტრო სამუშაოების დაწყების თანმიმდევრობა განისაზღვრა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: რეგისტრირებული ფართობის სიმცირე; დასარეგისტრირებელი ნაკვეთების რაოდენობა; მოსახლეობის რაოდენობა; გეოგრაფიული მდებარეობა; კლიმატური პირობები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]