კოვიდინფიცირების 3548 ახალი შემთხვევა გამოვლენილია თბილისში, ხოლო რეგიონების მიხედვით შემდეგი მონაცემებია:
იმერეთი – 1438
კახეთი – 664
აჭარა – 624
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 546
შიდა ქართლი – 520
ქვემო ქართლი – 363
გურია – 358
მცხეთა-მთიანეთი – 174
სამცხე-ჯავახეთი – 144
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 76
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 18 206 ადამიანი, 41 კი გარდაიცვალა. დღეს ქვეყანაში კოვიდინფიცირების 120 437 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 114 560 ადამიანი ვირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის;
- 5096 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 1125 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287 პირი;
- 781 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში.
საქართველოში კოვიდპანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 584 454 შემთხვევა დადასტურდა. 1 447 969 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა, ვირუსს კი ჯამში 16 022 პირი ემსხვერპლა.