weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დეპუტატები კრემლის პროპაგანდისტული არხების მაუწყებლობის შეზღუდვას ითხოვენ

18:51 შაბათი, 26 თებერვალი 2022

პარლამენტის ოპოზიციურმა ფრაქციამ - „რეფორმების ჯგუფმა“ კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიმართა, რუსეთის ხელისუფლების პროპაგანდისტულ ტელეარხებს საქართველოში მაუწყებლობა შეეზღუდოთ. დეპუტატებმა ამის შესახებ განცხადება დღეს პარლამენტში გააკეთეს. 

„გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი არ ახორციელებს მხოლოდ სამხედრო აგრესიას უკრაინის წინაღმდეგ, არამედ ასევე იბრძვის საინფორმაციო ომის ელემენტებით, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მეშვეობით უპირისპირდება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს სუვერენიტეტსა და თავისუფლებას, მივმართავთ მარეგულირებელ კომისიას შეეზღუდოს საქართველოში პრორუსული პროპაგანდისტული არხების წვდომა იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი თავისუფლება და გავუწიოთ წინააღმდეგობა იმ საინფორმაციო ომს, რომელსაც რუსეთი აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ“, – განაცხადა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ.

„რესპუბლიკელების“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ხელისუფლებამ სასათბურე პირობები შეუქმნა ისეთ საინფორმაციო საშუალებებს, რომლებიც პირდაპირ ავრცელებენ კრემლის პროპაგანდას. 

„ჩვენ დღეს ვართ ომში. ეს ომი მთელი ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგაა. ჩვენი საპარლამენტო ჯგუფი მარეგულირებელი კომისიისგან ითხოვს და ამის სამართლებრივი საფუძვლებიც არსებობს, შეზღუდოს, შეწყვიტოს სახელმწიფო რუსული არხების მაუწყებლობა ამ ქვეყანაში და რუსული პროპაგანდის გავრცელება“, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

დეპუტატები საზოგადოებასაც სთხოვენ დეზინფორმაციის განეიტრალების საქმეში ჩაერთონ. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]