შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.
ბოლო პერიოდში სახალხო დამცველმა რამდენჯერმე განაცხადა, რომ აუცილებელია უსაფრთხოების წესების დაცვასთან დაკავშირებით სრულყოფილი რეგულაციების მიღება და მათი შესრულების მკაცრი მონიტორინგი, რომელიც მინიმუმადე შეამცირებს სამუშაო ადგილებზე დაშავებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წელს სამუშაოს შესრულებისას დაშავდა 82 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა 42 ადამიანი.
2016 წლის განმავლობაში სამუშაოს შესრულებისას დაიღუპა 58 და დაშავდა 85 ადამიანი.