weather cur horoscope tv
დეკემბერი 25, 2024

მთავრობამ გააუქმა რეისი, რომლითაც მოხალისეები უკრაინაში უნდა გავფრენილიყავით – ქაცარავა

22:19 ორშაბათი, 28 თებერვალი 2022
internews-ის ფოტო internews-ის ფოტო

ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშია-ს“ ლიდერი დავით ქაცარავა აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ გააუქმა ავიარეისი, რომლითაც მოხალისეები უკრაინაში, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად უნდა გაფრენილიყვნენ.

დავით ქაცარავა ერთ-ერთია მოხალისეთა შორის. ის ამბობდა, რომ უკრაინაში დღეს, 18:00 საათზე მიემგზავრებოდნენ.

„მთავრობამ მიიღო რუსეთის მაამებლური გადაწყვეტილება და გააუქმა რეისი, რომლითაც მოხალისეები უნდა გადავფრენილიყავით უკრაინაში. ეს ხელისუფლება არის რუსეთის მოკავშირე!“, – წერს დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში.

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა Twitter-ზე დაწერა, რომ „მამაცი ქართველი ძმები“ უკრაინის დასახმარებლად აეროპორტში ფრენას ელოდებოდნენ. ის იმედს გამოთქვამდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი „გამბედაობას გამოიჩენდა“ და ფრენის ნებართვას გასცემდა.

„უკრაინა ამას ელოდება! ევროპა ამას ელოდება! თავისუფლებისმოყვარე ქართველო ხალხო, დაეხმარეთ თქვენს პრემიერს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში!“, – წერდა შმიგალი.

საქართველოს მთავრობას ამ საკითხზე განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 27 თებერვალს განაცხადა, რომ ჩამოყალიბდა ინტერნაციონალური ლეგიონი, რომელიც კომპლექტდება იმ უცხოელებით, რომელთაც სურვილი აქვთ რუსეთის აგრესიის მოგერიებაში მიიღონ მონაწილეობა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინაში ჩასვლა და ტერიტორიული თავდაცვის ძალების რიგებში გაწევრიანება უკრაინისადმი მხარდაჭერის მთავარი მტკიცებულებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]