დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6847 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 2759 შემთხვევა, ხოლო რეგიონების მიხედვით ასეთი მონაცემებია:
იმერეთი – 1226
კახეთი – 542
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 506
შიდა ქართლი – 446
აჭარა – 362
გურია – 321
ქვემო ქართლი – 286
მცხეთა-მთიანეთი – 174
სამცხე-ჯავახეთი – 140
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 85
ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსისგან 9003 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 36 კი გარდაიცვალა. დღეს, ქვეყანაში კოვიდინფიცირების 82 930 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც:
- 78 451 ადამიანი ბინაზე მკურნალობს;
- 4479 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. ამ ეტაპზე 1000 მძიმე პაციენტია, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 279 პირი;
საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ლაბორატორიულად კორონავირუსის 1 612 319 შემთხვევა დადასტურდა. 1 513 164 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 16 199 პირი ემსხვერპლა.