weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში მყოფი უკრაინის მოქალაქეებიTBC-სგან ჯანმრთელობის დაზღვევას უსასყიდლოდ მიიღებენ

10:29 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

უკრაინაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე, თიბისი დაზღვევა, კლინიკა „რეიმანთან” ერთად, მხარს უჭერს უკრაინელებს. უკრაინის ყველა მოქალაქე, რომელიც ამჟამად საქართველოში იმყოფება, უსასყიდლოდ მიიღებს ჯანმრთელობის დაზღვევას, ხოლო ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა „რეიმანი” გაუწევს.

სადაზღვევო პოლისი მოიცავს ყველა იმ დაფარვას, რომელსაც თიბისი დაზღვევა საქართველოში მყოფ საერთაშორისო ტურისტებს სთავაზობს + სრული ამბოლატორიული მომსახურება კლინიკა „რეიმანისგან”:

  • სასწრაფო დახმარება
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია (მხოლოდ კლინიკა „რეიმანში”)
  • გადაუდებელი ჰოსპიტალური მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგია
  • კოვიდ-19-თან დაკავშირებული მომსახურება.

„უკრაინაში არსებული მდგომარეობის ფონზე, გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ მათ და ჩვენი რესურსები მოვახმაროთ საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს. ისინი უფასოდ მიიღებენ ჯანმრთელობის დაზღვევას, რაც გულისხმობს, საჭიროების შემთხვევაში, სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფარვას”, - თიბისი დაზღვევა.

თუ ხარ უკრაინის მოქალაქე, გადადი ბმულზე და მიიღე დაზღვევა:

https://www.products.tbcinsurance.ge/forukrainians

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]