weather cur horoscope tv
ნოემბერი 02, 2024

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ხერსონზე კონტროლი დაამყარეს 

11:49 ოთხშაბათი, 02 მარტი 2022

რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, იგორ კონაშენკოვმა განაცხადა, რომ რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქის ცენტრზე კონტროლი დაამყარეს. 

„სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტები და ტრანსპორტი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს. ქალაქი არ განიცდის სურსათისა და აუცილებელი საქონლის დეფიციტს“, – განაცხადა კონაშენკოვმა. 

მისივე თქმით, უკრაინაში „სპეცოპერაციის“ დაწყების შემდეგ, მწყობრიდან გამოიყვანეს უკრაინის 1502 სამხედრო ობიექტი, გაანადგურეს 47 თვითმფრინავი მიწაზე და 11 ჰაერში; ასევე, 472 ტანკი და 46 უპილოტო საფრენი აპარატი.

პირველ მარტს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონში რუსების შეცვლის შესახებ განაცხადა. ქალაქის მერის, იგორ კოლიხაევის ცნობით კი, მათ კონტროლი დაამყარეს რკინიგზის სადგურსა და პორტზე. როგორც კოლიხაევმა Facebook-ზე დაწერა, წუხელ, როდესაც ის და მისი თანამშრომელი მერიაში იმყოფებოდნენ, შენობა დაბომბეს. მერის თქმით, ყველა გადარჩა, თუმცა, ის ხალხს მოუწოდებს, სახლებიდან არ გავიდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]