weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ საყოველთაო კამპანიას „აწარმოე უკრაინისთვის“ იწყებს

11:23 ხუთშაბათი, 03 მარტი 2022

უკრაინელი ხალხის სოლიდარობის ნიშნად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ქართულ კომპანიებთან თანამშრომლობით ფართომასშტაბიან კამპანიას #აწარმოეუკრაინისთვის იწყებს. წამოწყებას თიბისიც უერთდება.

კამპანიის მიზანია დახმარება აღმოუჩინოს დაზარალებულ უკრაინელ მოსახლეობას, ასევე საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს, რომლებიც სამშობლოში ვერ ბრუნდებიან და სახელმწიფოს ხელშეწყობით სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებული.

სახელმწიფო და სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ უზრუნველყოფს კომპანიების მიერ მოწოდებული პროდუქციის გაგზავნასა და საქართველოში მყოფი უკრაინელი მოქალაქეებისთვის მიწოდებას.

პროექტში უკვე ჩაერთნენ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბენეფიციარები. კამპანიაში ჩართვის შესაძლებლობა აქვს ყველა ქართულ კომპანიას, რომელიც შეძლებს საკვები, ჰიგიენის, ფარმაცევტული პროდუქციის, ასევე ტანსაცმლისა და სხვა საშუალებების, მათ შორის ბრეზენტის ნაჭრების, საწვავის გადასატანი ავზების, იატაკის საიზოლაციო მასალისა და სხვ. მიწოდებას.

კამპანიაში ჩასართავად, კომპანიებმა შემდეგი ფორმა უნდა შეავსონ - https://bit.ly/3hnb8oL

დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ცხელი ხაზის, 1525 საშუალებით.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]