weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სამირა ბაირამოვა მარნეულში „ალტ-ინფოს“ პარტიის ოფისის დახურვას ითხოვს

15:23 პარასკევი, 04 მარტი 2022

მარნეულელი სამოქალაქო აქტივისტი სამირა ბაირამოვა მარნეულში პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვას ითხოვს და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. 

„როგორც თქვენ სუს-ის ყოველწლიურ ანგარიშში წერთ, „რეგიონებში კვლავ ეთნიკური უმცირესობები საფრთხეს ქმნის“, მე კი პირიქით ვფიქრობ. რეგიონებში საფრთხეს რუსეთის ძალა და მათ მიერ შექმნილი დესტრუქციული ძალები ქმნიან“, – აღნიშნავს ბაირამოვა მიმართვაში, რომელიც სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

„ეს კონკრეტული ჯგუფები რეგიონში ეთნიკურ შუღლს თესავდნენ და კვლავ დაიწყებენ. ისინი, პრორუსული ღირებულებების მთავარი გამავრცელებელი მატარებლების მთავარ როლსაც ასრულებდნენ. ამ ყველაფერის ფონზე ჩვენ, რეგიონში მცხოვრებმა „სხვა“ ხალხმა ვერ დავინახეთ ჩვენი, სახელმწიფოს მთავარი როლი და მხარდაჭერა“, – ამბობს სამირა ბაირამოვა.

ბაირამოვას განცხადებით, „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის დახურვის შესახებ მიმართვის გავრცელება მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადს წარადგენდა.

„იმედი მაქვს, ეს საქართველოს სწორ გზაზე დააბრუნებს, კვლავ გავხდებით ევროპელები. მე, როგორც საქართველოს თანასწორუფლებიანი მოქალაქე, გთხოვთ თქვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობების ფარგლებში დესტრუქციულ ძალებსა და პრორუსულ ჯგუფებს იმ რეგიონებში, რომლებიც, თქვენი აზრით „კვლავ მათი მოსახლეობა საფრთხეს უქმნის ქვეყანას“, არ დაუშვათ ოფისების გახსნის შესაძლებლობა. სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოს არც კონფლიქტთან ბრძოლის გამოცდილება და რესურსი აქვს, ამიტომ ამ ყველაფერის თავიდან ასაცილებლად ეს ნაბიჯი აუცილებელია. ჩვენ გვსურს რუსული მეხსირებისა და პოლიტიკისგან სრულად ვიყოთ თავისუფალი“, – ნათქვამია ბაირამოვას მიმართვაში.

პრორუსული და ჰომოფობიური ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ მარნეულში ოფისი თებერვალში გახსნა. პოლიტიკურ პარტიას ოფისები აქვს ქვემო ქართლის რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებშიც, მათ შორის, დმანისში, ბოლნისში, რუსთავსა და გარდაბანში. 

 

ამ თემაზე:

„ალტ-ინფოს“ პარტია 77 ოფისით - როგორ იზრდება რუსეთი საქართველოში

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]