weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხელისუფლებას მიმართავენ პეტიციით, რუსეთთან უვიზო რეჟიმი გააუქმოს

18:33 პარასკევი, 04 მარტი 2022

საქართველოს მოქალაქეები პეტიციით მიმართავენ საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და რუსეთის ფედერაციასთან უვიზო რეჟიმის გაუქმებას მოითხოვენ. ამ დროისთვის, პეტიციას 11 ათასამდე ადამიანი აწერს ხელს.

„საქართველოში რუსეთის მოქალაქეებისთვის მოქმედებს უვიზო რეჟიმი. მხოლოდ ერთ კვირაში საქართველოში ათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა, რაც საფრთხის ქვეშ აყენებს ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. რუსეთის მოქალაქეებს ბანკომატებიდან გამოაქვთ დოლარი და მიაქვთ უკან თავიანთ ოჯახებში. შედეგად სუსტდება ეროვნული ვალუტა.

რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით 2014 წელს პუტინმა მოახდინა ყირიმის ანექსია. იგივე საფრთხე ემუქრება ჩვენს ქვეყანას.

მნიშვნელოვანია ოკუპანტი ქვეყნიდან მოხდეს მხოლოდ იმ მოქალაქეების მიღება, რომელთაც დასაბუთებულად ემუქრება პოლიტიკური დევნა.

დანარჩენების მიღება საქართველოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, ვინაიდან მათ შორის შეიძლება იყვნენ რუსეთის სპეცსამსახურების წარმომადგენლები“, – აღნიშნულია პეტიციაში.

პეტიციის ხელმომწერები აცხადებენ, რომ დღეს საქართველო განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგას და რუსეთის აგრესიამ უკრაინაში კიდევ უფრო მოწყვლადი გახადა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა. 

„იმ დროს კი, როდესაც უკრაინაში რუსეთი ბომბავს საბავშვო ბაღებს, სამშობიაროებს და ასობით ბავშვია გარდაცვლილი, მნიშვნელოვანია რუსეთის მოქალაქეები დარჩნენ რუსეთში და გააპროტესტონ თავიანთი აგრესორი მთავრობის ქმედება.

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, მოვითხოვთ სასწრაფოდ შემუშავდეს კონკრეტული რეგულაციები, რომელთა საფუძველზეც მხოლოდ პოლიტიკურად დევნილი რუსეთის მოქალაქეების შემოშვება მოხდება საქართველოში. ასევე დაწესდეს კონკრეტული ვადა, რა პერიოდითაც შესაძლებელი იქნება რუსეთის მოქალაქის საქართველოში გაჩერება (მაქსიმუმ 30 კალენდარული დღე)“, – ნათქვამია პეტიციის ტექსტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]