weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში – ილია II

00:14 ორშაბათი, 07 მარტი 2022

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში შენდობის ლოცვა აღავლინა, რის შემდეგაც იქადაგა. პატრიარქი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო.

„ყველაფერი იცვლება ამ ქვეყანაზე, - ზოგი უკეთესობისაკენ, ზოგი უარესობისაკენ და ჩვენ ვუყურებთ ამას და გვიკვირს, როდის დამთავრდება ეს ცვლილებები. მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი დამთავრდება მაშინ, როცა მეორედ მოსვლა იქნება უფლისა და რომ ყველაფერი დამოკიდებულია ღვთის ნებაზე, ღვთის განგებაზე.

დიდება შენდა, უფალო და მადლობა შენდა! განგება ღვთისა განუზომელია, განგება ღვთისა მიუწვდომელია.

აი, ომია ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ ვწუხვართ, რომ ეს ომი არის. ჩვენ ვლოცულობთ, ვცდილობთ არ მივიღოთ მონაწილეობა სიტუაციის გამწვავებაში.

ჩვენმა ხალხმა შეაგროვა სურსათი, ტანსაცმელი ხალხის დასახმარებლად, მაგრამ ეს ცოტა არის, ჩვენ კიდევ ვეცდებით. ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ შეწყდეს სისხლისღვრა, შეწყდეს ომი და ხალხმა მოიპოვოს მშვიდობიანი ცხოვრება;  ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობამ დაისადგუროს“, – განაცხადა ილია მეორემ.

24 თებერვალს რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. როგორც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, მათი მთავარი მიზანი უკრაინის „დემილიტარიზაცია“ და „დენაციფიკაციაა“.

ომს წინ უძღოდა უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის მობილიზება და პუტინის მიერ დონბასისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებს დამოუკიდებელ რესპუბლიკებად აღიარება. რუსეთის სამხედრო ინტერვენციას შეერთებული შტატებისა და ევროპის ქვეყნების მხრიდან სანქციების დაწესება მოჰყვა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციებს საქართველო ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით არ შეუერთდება. გარდა ამისა, მთავრობა ეწინააღმდეგება უკრაინაში ქართველი მოხალისეების გამგზავრებას და იქ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას. ამ პოზიციების გამო, უკრაინის პრეზდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]