weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რიკოთის მონაკვეთზე მეწყერმა რკინიგზა და საავტომობილო ხიდი დააზიანა

10:11 ორშაბათი, 07 მარტი 2022
საქართველოს რკინიგზის ფოტო საქართველოს რკინიგზის ფოტო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისთან, რიკოთის უღელტეხილის მონაკვეთზე, დიდი მოცულობის მეწყერი ჩამოვიდა, რომელმაც რკინიგზა და მასზე გადასასვლელი საავტომობილო ხიდი დააზიანა. აღ­მო­სავ­ლე­თი­დან და­სავ­ლე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან პი­რი­ქით სატვირთო და სამგზავრო მატარებლების მოძრაობადიდი შეჩერებულია.

როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, დაზიანებულია რკინიგზის ლიანდაგი და საკონტაქტო ხაზი. 

„ადგილზე მობილიზებულია სპეც ტექნიკა. ლიანდაგის გაწმენდისა და საკონტაქტო ხაზის აღდგენის შემდეგ, სამგზავრო და სატვირთო მატარებლების მოძრაობა ეტაპობრივად განახლდება. საბედნიეროდ არავინ დაშავებულა. კომპანიის წარმომადგენლები მაქსიმუმს აკეთებენ, რომ შეძლებისდაგვარად მალე განახლდეს მოძრაობა“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.

როგორც „რეგინფოს“ სოფელ მარელისში მერის წარმომადგენელმა, გელა მაღრაძემ უთხრა, აღნიშნული ხიდი ძირულა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზაზეა, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნულ ავტომაგისტრალთან აკავშირებს. გელა მაღრაძის ინფორმაციით, მოძრაობა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვისაც დაიკეტება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]