ავტოსაგზაო შემთხვევა დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. სამარშრუტო ტაქსს მგზავრები გადაჰყავდა.
ბოლო ორ კვირაში ბაკურციხე-თბილისის საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევები გახშირდა. 7 აგვისტოს, გურჯაანის რაიონის სოფელ ბაკურციხესთან ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 6 სექტემბერს ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ბადიაურში, რის შედეგადაც 17 წლის ბიჭი დაიღუპა, სამი ადამიანი კი დაშავდა.