weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ვაქცინაციის ფულადი წახალისების პროგრამა მარტის ბოლომდე გრძელდება

16:52 ოთხშაბათი, 09 მარტი 2022

კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. 200 ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 31 მარტის ჩათვლით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ მიეწოდება და ინფორმაციის მიღებიდან მომდევნო 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს მოქალაქისთვის თანხის ჩარიცხვას. ერთჯერადი დანამატის ჩარიცხვა „ლიბერთი ბანკთან“ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მათსავე ანგარიშზე მოხდება. 

რაც შეეხება იმ მოქალაქეებს, რომელთა ასაკი საპენსიო ასაკს არ მიეკუთვნება, სოციალური მომსახურების სააგენტო, „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ანგარიშებს თავად გაუხსნის. 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 8 მარტს კორონავირუსის საწინააღმდეგოდ სულ 190 აცრა ჩატარდა. ვაქცინაცია გასული წლის 15 მარტიდან მიმდინარეობს. თითქმის ერთი წლის განმავლობაში სულ 2 827 920 აცრა ჩატარდა. სრულად (ანუ ორი დოზით) ვაქცინირებულია 1 249 541 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 43.5%-ია. ე.წ. ბუსტერ დოზით აცრილია 223 228 ადამიანი აიცრა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]