ასევე დადგინდა, რომ დ.ჯ.-მ მეუღლის მიმართ ანალოგიური ქმედება წარსულშიც რამდენჯერმე ჩაიდინა.
სამართალდამცველებმა დ.ჯ. საკუთარ ბინაში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობის და სისტემატური შეურაცხყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.