weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

11:01 ორშაბათი, 14 მარტი 2022

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა. პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი პრიორიტეტები მოსახლეობამ უკვე შეარჩია. მათ პრიორიტეტად საბავშვო ბაღების შენობების შეკეთება, ინვენტარის შეძენა, მოედნების და სკვერების მოწყობა დაასახელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გავმართეთ. შეხვედრებზე ადგილზე არსებული საჭიროებები განვიხილეთ, საიდანაც ის პრიორიტეტები განისაზღვრა, რომელიც პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. ძალიან მნიშვნელოვანი და კარგია, როდესაც ადგილობრივები თავად იღებენ გადაწყვეტილებას თუ რა უნდა გაკეთდეს სოფელში და რაზე დაიხარჯოს სოფლისთვის გამოყოფილი თანხა. მათ ყველაზე კარგად იციან სოფლის საჭიროება და ეს ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის ჩართულობას ადგილობრივ საკითხებში გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.“ - განაცხადა გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა ზურაბ უტიაშვილმა.

2022 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლებში 520 000 ლარი დაიხარჯება.

[R] გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]