weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საგარეჯოში „ალტ-ინფოს“ პარტიის წინააღმდეგ აქცია გამართეს

19:01 ორშაბათი, 14 მარტი 2022

„საგარეჯო არ იყიდება“ – ამ შინაარსის პლაკატით დღეს საგარეჯოში, „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ ახლად გახსნილ ოფისთან მოქალაქეებმა აქცია გამართეს და ოფისის დახურვა მოითხოვეს.

ყოფილი სამხედრო მფრინავის, ეკატერინე ქვლივიძის თქმით, იმ ფონზე, როდესაც პუტინი უკრაინაში სამშობიარო სახლებს ბომბავს და უდანაშაულო ადამიანებს კლავს, საქართველოში რუსული გავლენის პარტია არ უნდა არსებობდეს.

„საქართველოს ისტორიაში გვყავს 2008 წლის გმირი გიორგი ანწუხელიძე, ოთხი წლის წინ დაღუპული ტატუნაშვილი, შინდისის გმირები... უფრო შორს რომ წავიდეთ – იუნკერები, მარო მაყაშვილი გვყავს, მათი სისხლით იწერებოდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორია.

ამ გმირებს პატივისცემა სჭირდებათ. სირცხვილია საგარეჯოში „ალტ-ინფოს“ ოფისის გახსნა, რომელიც პროპაგანდის წარმომადგენელია, ემსახურება რუსეთის გავლენის გაზრდას საქართველოში და რუსული სტრატეგიის ნაწილია.

მოგიწოდებთ საგარეჯოელებო, გამოდით და დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია. არცერთ მუნიციპალიტეტში ასე მშვიდად არ გაუხსნიათ ოფისი, როგორც ეს საქართველოში მოხდა. რუსეთი ოკუპანტია. პუტინი მშვიდობიანი ბავშვების და ორსული ქალების მკვლელია. მისი მომხრეების ადგილი საქართველოში არ არის“, – განაცხადა ეკატერინე ქვლივიძემ.

დღევანდელი აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თაკო კოღუაშვილის თქმით, მშვიდობიან აქციებს სისტემატურად გამართავენ: „დარწმუნებული ვარ, უფრო მეტი საგარეჯოელი გამოვა და ამ პრორუსულ დაჯგუფებას არ მივცემთ საშუალებას, საგარეჯოში იმუშაოს. არა რუსეთს, არა რუსულ ფულს, არა რუსეთზე გაყიდულ ქართველ მტერს“.

„კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისში შეკრებილმა რამდენიმე ადამიანმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა.

სამი თვის წინ „ალტ-ინფოს“ მიერ დაფუძნებულმა პარტიამ – „კონსერვატიულმა მოძრაობამ“ საქართველოში უკვე 60-ზე მეტი ოფისი გახსნა. უცნობია, როგორ ქირაობს და აწყობს მოძრაობა ქალაქების ცენტრალურ უბნებში ოფისებს, მაშინ როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]