weather cur horoscope tv
ნოემბერი 21, 2024

„ქათამივით უნდა მოგაჭრა თავი“ - „ალტ-ინფოს“ აქტივისტი სამირა ბაირამოვას მოკვლით ემუქრება

16:49 სამშაბათი, 15 მარტი 2022

„შენ დედას მოვტ..ავ, რო გნახავ ქათამივით უნდა მოგაჭრა ეგ თავი შენი ურჯულო დედას შევ..ი“, - პრორუსული ორგანიზაცია „ალტ-ინფოს“ აქტივისტი გიო ჩართოლანი მარნეულში მცხოვრებ სამირა ბაირამოვას სიცოცხლის მოსპობით მას შემდეგ დაემუქრა, რაც ბაირამოვამ, გუშინ, 14 მარტს, „კონსერვატიული მოძრაობის“ რაიონული ოფისის ფანჯრებზე უკრაინის დროშები დახატა და დაწერა, რომ რუსეთი ოკუპანტია.

მუქარის შემცველ შეტყობინებაში, რომელიც ბაირამოვამ ფეისბუკზე მიიღო, „ალტ-ინფოს“ აქტივისტი განსაკუთრებული სიძულვილით უსვამს ხაზს საქართველოს მოქალაქე სამირა ბაირამოვას რელიგიურ კუთვნილებას.

სამირა ბაირამოვამ რეაგირებისთვის პოლიციას მიმართა და უკვე გამოკითხვაზეც იმყოფებოდა.

პოლიციაში უჩივლა სამირა ბაირამოვას „კონსერვატიული მოძრაობის“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ჯონი ქოჩქიანმაც. მან „რეგინფოს“ უთხრა, რომ ითხოვს სამირა ბაირამოვას დასჯას და პარტიის ოფისის კედლების შეღებვით მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, 1200 ლარის ოდენობით.

„ალტ-ინფოს“ აქტივისტი გიო ჩართოლანი, რომელიც ქვემო ქართლში ცხოვრობს, მონაწილეობდა 3 მარტს, პარტიის მიერ მესტიაში ორგანიზებულ ინციდენტშიც, რა დროსაც სცემეს იმ ახალგაზრდებს, ვინც სვანეთში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გახსნა გააპროტესტა.

„რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ სამირა ბაირამოვას მიმართ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, – ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

3 მარტის შემდეგ, შსს-დან ამ დრომდე ვერ მოვიპოვეთ ინფორმაცია, აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე მესტიაში მომხდარი ხულიგნობისა და ცემის ფაქტებზე.

„კონსერვატიული მოძრაობა“, რომლის ლიდერებიც ღიად აცხადებენ, რომ იქნებიან რუსეთის მოკავშირეები, იანვრიდან საქართველოს რეგიონებში ოფისებს ერთმანეთის მიყოლებით ხსნის. პარტიას უკვე 60-ზე მეტი ოფისი აქვს ქალაქების ცენტრებში, მაშინ, როდესაც აუდიტის სამსახურის მონაცემებით, მისი მთელი შემოსავალი 40 ათასი ლარიც კი არ არის.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]