weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი: „პანდემია დასასრულს უახლოვდება“

12:28 სამშაბათი, 22 მარტი 2022

„პანდემია დასასრულს უახლოვდება“, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა დღეს, მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

„დასასრულისკენ მივდივართ ნამდვილად, იმიტომ, რომ მნიშვნელოვნად არის შემცირებული ჰოსპიტალიზაციები, ყოველდღიური ინფიცირების შემთხვევები. ჰოსპიტალში 800-ზე ნაკლები ადამიანი მკურნალობს უკვე. ასევე , ხედავთ, რომ სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია – ბოლო ერთი წლის მანძილზე ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო – 7 შემთხვევა. წინა დღეებში 8-დან 10-მდე იყო. აქედან გამომდინარე, ყველა ეს დადებითი ტრენდი შეგვიძლია აღვნიშნოთ თავდაჯერებულად და პოზიტიურად შევხედოთ ყველაფერს“, – განაცხადა აზარაშვილმა.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ორშაბათიდან, 28 მარტიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება. ჯერჯერობით სავალდებულო იქნება პირბადის ტარება საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში. გარდა ამისა, უქმდება რაოდენობრივი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურზე. ე.წ. დისტანციურ რეჟიმზე მყოფ თანამშრომლებს სამუშაო ადგილებზე დაბრუნება შეეძლებათ.

ბოლო დღე ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1053 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 2067 ინფიცირებული, ხოლო 7 გარდაიცვალა. ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ, ლაბორატორიულად ვირუსით ინფიცირების 1 643 295 შემთხვევა დადასტურდა. 1 601 578 ინფიცირებული გამოჯანმრთელდა. დღემდე ვირუსს ჯამში 16 678 პირი ემსხვერპლა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]