weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ნამოხვანში ვიმარჯვებთ, „ენკას“ ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს – გოლეთიანი

00:10 ოთხშაბათი, 23 მარტი 2022

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ლიდერმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“, რომელიც ნამახვანჰესს აშენებდა, ხეობას ტოვებს და საკუთარი ბაზების დემონტაჟს ახორციელებს.

„აქ, ნამოხვანში ვიმარჯვებთ და სულ მალე ეს გამარჯვება გაფორმდება, იმიტომ, რომ „ენკას“ თავისი ინფრასტრუქტურის დემონტაჟი დაწყებული აქვს და გააქვს, ნაწილი ტექნიკისა გაიტანა კიდეც. ვიდრე ხეობა მთლიანად არ გათავისუფლდება და ჩვენი თვალით არ ვნახავთ, მანამდე არ ვტოვებთ აქაურობას, თუმცა

პროცესი იქითკენ მიდის, რომ „ენკა“ ტოვებს რიონის ხეობას და ეს გამარჯვება აუცილებლად გაფორმდება ქართველი ხალხის სასარგებლოდ.

იმას, რომ ჩვენ სხვადასხვ დროს მრავალათასიანი აქციები ჩავატარეთ და ამ პროტესტის გარშემო უამრავი ადამიანია მობილიზებული, რა თქმა უნდა, შედეგი აქვს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის და ჩვენ გვჭირდება გაცილებით ფართო ხედვა საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ 508 დღეა უწყვეტ რეჟიმში აპროტესტებს რიონის ხეობაში ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას. ინვესტორმა კომპანია „ენკამ“ 2021 წლის სექტემბერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობასთან 2019 წლის 25 აპრილს გაფორმებულ ხელშეკრულებას ცალმხრივად წყვეტდა, რის მიზეზადაც ხელშეკრულების პირობების დარღვევა და ფორსმაჟორი დაასახელა. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობამ კომპანიასთან მოლაპარაკებები დაიწყო, თუმცა შედეგები ამ დრომდე უცნობია. ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს ნათია თურნავა აცხადებდა, რომ „ენკას“ პროექტიდან გასვლის შემთხვევაში, შესაძლოა, „ნამახვანჰესის“ პროექტი სახელმწიფოს მონაწილეობით განხორციელებულიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]