weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

Financial Times: ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-ს დავა მოუგო

13:47 ხუთშაბათი, 24 მარტი 2022
ფოტო © Daro Sulakauri/Bloomberg ფოტო © Daro Sulakauri/Bloomberg

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა მოიგო შვეიცარიულ ბანკ Credit Suisse-სთან ხანგრძლივი დავა, რომელიც ბანკის ყოფილი თანამშრომლის მიერ მოპარულ თანხებს ეხებოდა.

გამოცემა საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ბერმუდის სასამართლო საკუთარ გადაწყვეტილებას სავარაუდოდ მომავალ კვირაში გამოაქვეყნებს, თუმცა ინფორმირებული ადამიანები ადასტურებენ, რომ ის ივანიშვილის საჩივარს ეხება და სასამართლომ საქმე მის სასარგებლოდ გადაწყვიტა.

23 მარტს განცხადება გაავრცელა Credit Suisse Group-მა, სადაც ასევე ნათქვამია, რომ ბერმუდის სასამართლო მათი შვილობილი სიცოცხლის დაზღვევის კომპანიის Credit Suisse Life Bermuda-ს წინააღმდეგ განაჩენს მალე გამოაქვეყნებს და შესაძლოა 500 მილიონი აშშ დოლარის გადახდა მოუწიოთ.

„Credit Suisse-მა ამ საკითხთან დაკავშირებით მიიღო ზომები და აპირებს განახორციელოს ყველა არსებული სამართლებრივი ქმედება“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.

ივანიშვილი Credit Suisse-ს ადანაშაულებდა იმაში, რომ ვერ აღკვეთა ყოფილი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის თაღლითობა, რის შედეგადაც 400 მილიონი აშშ დოლარით იზარალა. Bloomberg-ის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს ბანკის სადაზღვევო პროდუქტებში 755 მილიონი დოლარის მოცულობის დეპოზიტი ჰქონდა განთავსებული, 2015 წელს კი აღმოაჩინა, რომ ლესკადრონის მიერ განხორციელებული თაღლითურ ოპერაციების გამო 400 მილიონი დაკარგა.

ლესკადრონი 2018 წელს თაღლითობაში დამნაშავედ ცნეს. გათავისუფლების შემდეგ, 2020 წლის ივლისში, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]