weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

საპროტესტო აქცია ახალქალაქში – მოსახლეობა თოვლისგან ჩაკეტილი გზის გახსნას ითხოვს

11:19 პარასკევი, 25 მარტი 2022

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოლავერდის მცხოვრებლებმა 14 კილომეტრი ფეხით გაიარეს იმისთვის, რომ ახალქალაქის მერიასთან მისულიყვნენ და გზის გაწმენდა მოეთხოვათ.

ადგილობრივი გამოცემა Jnews-ის ინფორმაციით, ოლავერდამდე მისასვლელი სამანქანო გზა 6 დღე ჩაკეტილი იყო იმის გამო, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ თოვლისგან არ გაწმინდა.

„სხვა სოფლებისთვის ტექნიკა აქვთ, ჩვენთვის – არა. 6 დღეა გზას არ ხსნიან, ავადმყოფები გვყავს, იხოცებიან“;

„არჩევნების დროს მოდიან და ხმები უნდათ, დღეს კი გზა არ გვაქვს“;

„მამაჩემს სასწრაფოდ სჭირდება გულზე ოპერაციის გაკეთება. საავადმყოფოშია წასაყვანი, გზა კი არაა. ცხელ ხაზზე რომ დავრეკე, მითხრეს ტექნიკა მუშაობსო. დაკეტილ გზაზე ვიდექი, არანაირი ტექნიკა არ იყო, ისინი კი მატყუებდნენ, რომ წალკიდან და თბილისიდან ტექნიკა მოდიოდა. სად არის?

ხვალ რომ მამაჩემს რამე დაემართოს, ისინი აგებენ პასუხს“, – ციტირებს Jnews-ი მოქალაქეებს, რომლებმაც 3 საათი იარეს ფეხით, ვიდრე მერიამდე მივიდოდნენ.

Jnews-ის ინფორმაციით, ოლავერდის მცხოვრებლებს მერი მელქომ მაკარიანი, მერის მოადგილე თეიმურაზ მჭედლიძე და ახალქალაქის სერვისცენტრის უფროსი მხითარ რსტაკიანი შეხვდნენ. მერის თქმით, უკვე რამდენიმე დღეა არ სძინავს და გზების გაწმენდით სამუშაოებს პირადად აკონტროლებს, ასევე იცის, რა მდგომარეობაა სოფელ ოლავერდში. მელქომ მაკარიანი მოქალაქეებს დაჰპირდა, რომ დღის განმავლობაში გზის გასაწმენდად ტექნიკას გაგზავნიდა.

„რეგინფომ“ მერის მოადგილესთან, თეიმურაზ მჭედლიძესთან დაკავშირება სცადა იმის გასარკვევად, გაიწმინდა თუ არა ოლავერდამდე მისასვლელი გზა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

თოვლისა და ქარბუქის შედეგად, ჯავახეთში არაერთ სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. ოლავერდი ახალქალაქიდან 14 კილომეტრში, ზღვის დონიდან 1940 მეტრზე მდებარეობს. მოსახლეობის 2014 წლის აღწერის მიხედვით, სოფელში 694 ადამიანი ცხოვრობს.

Jnews-ი ავრცელებს ვიდეოს, რომელიც ოლავერდის მცხოვრებლებმა მიაწოდეს.

Jnews.ge

სამცხე–ჯავახეთში, ახალქალაქში ბაზირებული საინფორმაციო პორტალი, რომელსაც ააიპ „ღია საზღვრები“ მართავს. გამოცემა ავრცელებს ახალ ამბებს რუსულ და სომხურ ენებზე.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]