weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა

09:56 ორშაბათი, 28 მარტი 2022

დღეიდან, 28 მარტიდან, ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ არის. ეს გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელმა, გიორგი ღიბრაძემ აღნიშნა, რომ ღია სივრცეში პირბადის ტარება კვლავ რეკომენდირებულია. საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და დახურულ სივრცეებში პირბადის ტარება სავარლდებულო რჩება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, გუშინ, 27 მარტს, კორონავირუსით ინფიცირების 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 3.53% იყო. ამავე დროს, გამოჯანმრთელდა 3237 ინფიცირებული, 4 კი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]