weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

თიბისის პროგრამა „სტარტაპერისა“ და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება

11:17 ორშაბათი, 28 მარტი 2022

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ.

სწორედ ამ მიზნით, „სტარტაპების“ მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, „სტარტაპერი“ თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს. 

სტარტაპები მათ წინაშე არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებზე მიიღებენ პოტენციურ გადაწყვეტებს სტუდენტებისგან, რომლებიც ამ დავალებას ლექტორებთან კონსულტაციით შეასრულებენ. 

პირველ ეტაპზე, სტარტაპებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მათ წინაშე არსებული მარკეტინგული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც სტუდენტები იმუშავებენ. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები რეალურ ამოცანებს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლექტორებთან ერთად დაამუშავებენ და შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეფასებებს მიიღებენ.

სტარტაპებისგან განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ დავალებებს და გადარჩევის შედეგად მხოლოდ 3 სტარტაპი შეძლებს სტუდენტებისგან გამოწვევებზე ახალი იდეების მიღებას.

თიბისის პროგრამა „სტარტაპერი“ პროექტის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო გუნდს და გადასცემს საპრიზო თანხას - 6000 ლარს.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]