weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

მთელ ევროპაში გაზი ყველაზე იაფი ღირს საქართველოში აზერბაიჯანის შემდეგ – ღარიბაშვილი

12:52 ორშაბათი, 28 მარტი 2022

„ევროპაში 3900 დოლარი ღირდა 3 კვირის წინ 1000 კუბური მეტრი გაზი. ჩვენთან დაახლოებით 120 დოლარია 1000 კუბურ მეტრზე, რასაც მოქალაქეები იხდიან. ძალიან დიდი სხვაობაა“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მთელ ევროპაში კომუნალური გადასახადები გაათმაგებულია.

„გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა. 2-3 კვირის წინ 3900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი. ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, ეს არის ძალიან მიზერული.

ვიტყოდი, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. მთელ ევროპაში გაზი ყველაზე იაფი ღირს საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ.

ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი საწვავის გაძვირების გამო გუშინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ღარიბაშვილის ინფორმაციით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71-ე იყო.

 

ამ თემაზე:

საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა – ღარიბაშვილი

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]