მისი თქმით, მთელ ევროპაში კომუნალური გადასახადები გაათმაგებულია.
„გაზის ფასები არის მკვეთრად გაზრდილი ევროპაში, ასეთი რამ არ ყოფილა. 2-3 კვირის წინ 3900 დოლარს მიაღწია ათასი კუბური მეტრის ბუნებრივი გაზის ფასმა და თუ გახსენდებათ რამდენს ვიხდით ჩვენ ბუნებრივ აირში? ეს არის სოციალური გაზი და ეს არის კომერციული გაზი. ვინაიდან ეს კომერციული საიდუმლოებაა კონკრეტულად ვერ ვიტყვით, მაგრამ ის კონტრაქტები რაც მთავრობას აქვს გაფორმებული აზერბაიჯანთან, ეს არის ძალიან მიზერული.
ვიტყოდი, ევროპაში აზერბაიჯანის შემდეგ მეორე თუ მესამე ადგილას ვართ გაზის ფასების მიხედვით. მთელ ევროპაში გაზი ყველაზე იაფი ღირს საქართველოში, აზერბაიჯანის შემდეგ.
ამიტომ გთხოვთ ყველას, რომ ამ სიტუაციაში, ასეთ კრიზისულ ვითარებაში, მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ და ნუ შევიყვანთ მოქალაქეებს შეცდომაში“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრი საწვავის გაძვირების გამო გუშინ გამართულ აქციებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მათ უკან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დგას. ღარიბაშვილის ინფორმაციით, 21 მარტის მონაცემებით, მსოფლიოს 170 ქვეყანას შორის ერთი ლიტრი ბენზინის სიიაფით საქართველო 71-ე იყო.
ამ თემაზე:
საწვავის ფასის გამო გამართული აქციების უკან „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა – ღარიბაშვილი