weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან უკრაინაში 2000-მდე სამხედრო შეიყვანეს

11:07 ოთხშაბათი, 30 მარტი 2022

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქში შემავალი მეოთხე (ცხინვალის რეგიონი) და მეშვიდე (აფხაზეთი) სამხედრო ბაზების ქვედანაყოფები შეიყვანეს.

„მეოთხე ბაზიდან შეიქმნა და უკრაინაში გაიგზავნა სამი (1200-მდე რუსი და ოსი სამხედრო მოსამსახურე), ხოლო მეშვიდე სამხედრო ბაზიდან ორი (800-მდე სამხედრო) ბატალიონურ-ტაქტიკური ჯგუფი“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უწყების ინფორმაციით, რუსულ ჯარს დაკომპლექტების პრობლემა აქვს. 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან (ე.წ. სამხრეთ ოსეთი) უკრაინაში სამხედროების მორიგი ჯგუფი 26 მარტს გაგზავნეს. როგორც ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, ისინი დონბასში საკუთარი სამხედრო მოვალეობის შესრულებას აპირებენ.

„ვესაუბრე მათ, ვიგრძენი მათი მაღალი საბრძოლო სულისკვეთება. უბრალოდ ანთებული არიან – ალანური სისხლი თავის თავს ავლენს. მათ მშვენივრად ესმით, რომ მიდიან რუსეთის და ასევე ოსეთის დასაცავად, რადგან თუ შორეულ საზღვრებზე ფაშიზმი არ განადგურდა, ხვალ ის ისევ იჩენს თავს აქ, ჩვენს სამშობლოსთან მიმართებაში“, – განაცხადა ბიბილოვმა.

ბიბილოვი ხვდება სამხედროებს, 2022 წლის 26 მარტი.

რუსეთის ფედერაცია უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, 29 მარტის მდგომარეობით, განადგურებულია დაახლოებით 17 200 რუსი სამხედრო მოსამსახურე და ათასობით სამხედრო ტექნიკა: 127 თვითმფრინავი, 129 ვერტმფრენი, 597 ტანკი, 1710 ჯავშანტექნიკა და 399 საარტილერიო და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]